ბენიამინ ნეთანიაჰუ - ეს არის შავი დღე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს დემოკრატიების ბუნებრივ უფლებას, დაიცვან თავი მკვლელი ტერორიზმისგან
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ეს არის შავი დღე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს დემოკრატიების ბუნებრივ უფლებას, დაიცვან თავი მკვლელი ტერორიზმისგან

ეს არის შავი დღე, ეს გადაწყვეტილება არღვევს დემოკრატიების ბუნებრივ უფლებას, დაიცვან თავი მკვლელი ტერორიზმისგან, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ისრაელი არ ცნობს და არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ანტისემიტური აქტი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი, შეგვიზღუდოს ჩვენი ბუნებრივი უფლება, დავიცვათ თავი ჩვენი მტრებისგან, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ. სასამართლო, რომელიც კაცობრიობის დასაცავად შეიქმნა, დღეს კაცობრიობის მტერი გახდა. ჰააგის სასამართლო არაფერს აკეთებს იმის წინაშე, რომ „ჰამასს“ 101 ადამიანი მძევლად ჰყავს, ბოდიში, დღეს მათ გამოსცეს დაკავების ორდერი მუჰამედ დეიფის ცხედრის მიმართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ისრაელი აშიმშილებს ღაზის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ომის დროს ისრაელმა ღაზაში ასობით ათასი ტონა საკვები შეიტანა. მისივე თქმით, მოსახლეობის შიმშილში „ჰამასია“ დამნაშავე, რადგან ისრაელის მიერ მიწოდებულ დახმარებას იპარავს.

ცნობისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.