ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს სირიაში განვითარებული მოვლენებისა და ღაზაში მყოფი მძევლების შესახებ ესაუბრა
ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს სირიაში განვითარებული მოვლენებისა და ღაზაში მყოფი მძევლების შესახებ ესაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა, – ამის შესახებ თავად ნეთანიაჰუმ განაცხადა.

საუბარი 14 დეკემბერს გაიმართა და როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ეს ძალიან მეგობრული და მნიშვნელოვანი იყო.

საუბარი ასევე შეეხო სირიაში განვითარებულ მოვლენებს, ღაზაში მყოფი ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქე მძევლების გათავისუფლებას.

„ჩვენ სირიაში კონფლიქტის არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ განვსაზღვრავთ ისრაელის პოლიტიკას სირიასთან მიმართებაში ადგილზე არსებული მდგომარეობით. შეგახსენებთ, რომ ათწლეულების განმავლობაში სირია აქტიური მტერი იყო ისრაელის. ის ჩვენ თავს გვესხმოდა, სხვებს აძლევდა ნებართვას, რომ დაგვსხმოდა თავს მისი ტერიტორიიდან. სირია აძლევდა ნებართვას ირანს, რომ „ჰეზბოლა“ შეიარაღებულიყო მის ტერიტორიაზე. რომ დავრწმუნდეთ, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება, ჩვენ ძლიერი ქმედებები განვახორციელეთ ბოლო დღეებში. ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ერთად მე დავავალე თავდაცვის ძალებს, აღეკვეთათ სირიიდან პოტენციური საფრთხე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.