ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი ოპონენტი ბენი განცი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ
Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu and Blue and White party leader Benny Gantz at a memorial ceremony marking 24 years since the assassination of former israeli Prime Minister Yitzhak Rabin, in the Israeli parliament on November 10, 2019. Photo by Yonatan Sindel/Flash90 *** Local Caption *** ëðñú áéáé øàù äîîùìä ðúðéäå îìéàä øáéï áðé âðõ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი ოპონენტი ბენი განცი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
ეს ნიშნავს, რომ ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეოთხედ გამართვა აღარ იქნება საჭირო.
როგორც ისრაელის მედია იუწყება, შეთანხმების მიხედვით, ისრაელს კოალიციური მთავრობა სამი წლის ვადით ეყოლება.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს პირველი წლიწად-ნახევრის განმავლობაში დაიკავებს, შემდეგ კი მთავრობის მეთაური ბენი განცი იქნება.