ბენიამინ ნეთანიაჰუ – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შანსები მაღალი არ არის

22:24, 18.08.2024

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის „შანსები არც ისე მაღალია“. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით პესიმისტურად არის განწყობილი.

„შანსები მაღალი არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელი ეფექტურად აწარმოებს მოლაპარაკებებს შუამავალ ქვეყნებთან და არა – „ჰამასთან“.

შეგახსენებთ, დღეს თელ ავივში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, რომელიც ხვალ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მსგავსი