ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდება ცეცხლის ქვეშ, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე ღაზაში ომის ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული 
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდება ცეცხლის ქვეშ, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე ღაზაში ომის ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული 

მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის აღდგენის შესახებ გაგრძელდება მხოლოდ ცეცხლის ქვეშ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში ომის მიზნების მისაღწევად.

„ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე ღაზაში ომის ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული – ყველა მძევლის დაბრუნება, „ჰამასის“ განადგურება და უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ჩემი გული, ყველა ჩვენგანის გული მძევლებთან და მათ ოჯახებთან არის. ისინი ყოველდღე, ყოველ წუთს არაადამიანურ კოშმარს გადიან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვალდებულებაა, დაუღალავად იშრომოს ყველა მძევლის, ცოცხლების გასათავისუფლებლად და გარდაცვლილების დასაბრუნებლად.