ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ მალე ვუმასპინძლებთ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაპიტოლიუმში, კონგრესის ერთობლივ სესიაზე. ეს იქნება დროული და, ვფიქრობ, ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ჩვენება ისრაელის მთავრობისადმი“, – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს ნეთანიაჰუსთან და მიმდინარე კვირაში ოფიციალურ მოწვევას გაუგზავნის.