ბენიამინ ნეთანიაჰუ - არაა გამორიცხული, ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - არაა გამორიცხული, ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ღაზის სექტორის საზღვართან ვითარება დაიძაბა. კერძოდ, ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ.

პალესტინის მთავრობა აცხადებს, რომ სროლისას სამი პალესტინელი მოკლეს. კიდევ ერთი ადამიანი დაჭრილია.

ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მანამდე ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. სროლის შედეგად ისრაელის მოქალაქეები არ დაშავებულან.