ბენიამინ ნეთანიაჰუ - აიათოლები შეცდომას თუ დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - აიათოლები შეცდომას თუ დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ

აიათოლები შეცდომას თუ დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. და ერთი რამ ცხადია – თუ აიათოლები შეცდომას დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. ისრაელი ჩვენს მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან ერთად მოქმედებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ღაზასთან დაკავშირებით საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება, ღაზა დემილიტარიზებული იქნება.

„ძალიან მალე „ჰამასი“ დილემის წინაშე აღმოჩნდება – დათმოს იარაღი მარტივი გზით თუ რთული გზით“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, მტრის ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონები ან უსაფრთხოების ზონები „სახმელეთო შეჭრის საფრთხის შემცირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ჩვენს მეგობრებთან შეერთებულ შტატებში: ღაზის სექტორის აღდგენა მის დემილიტარიზაციამდე არ მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.