ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუჰამედ სინვართან ერთად მოკლულია „ჰამასის“ მაღალი რანგის რამდენიმე პირი.

მუჰამედ სინვარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში მაისის შუა რიცხვებში გავრცელდა. არსებული ცნობებით, ის ხან იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწისქვეშა გვირაბზე განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლეს.

მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა იაჰია სინვარი მოკლა.