ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო ძალები თეირანის ცას აკონტროლებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები „აკონტროლებენ თეირანის ცას“.
„ჩვენ მივემართებით ჩვენი ორი მიზნის მიღწევისკენ, ესენია: ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და სარაკეტო საფრთხის აღმოფხვრა. როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვარტყამთ სამხედრო სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებს მიზანში და ბავშვებსა და ქალებს კლავს. ჩვენ მოვუწოდებთ თეირანის მოქალაქეებს, ევაკუაცია მოახდინონ და ვმოქმედებთ. ჩვენ გამარჯვების მიღწევისკენ გზაზე ვართ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რა დროსაც დარტყმები განახორციელა სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. პასუხად, ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.