ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ მძევლებს 15 თებერვლამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ მძევლებს 15 თებერვლამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება

„ჰამასი“ მძევლებს შაბათამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„„ჰამასი“ ჩვენს მძევლებს შაბათს, შუადღემდე თუ არ დააბრუნებს, ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება და ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლებს განაახლებენ, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ დამარცხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შაბათს ღაზაში მყოფი ყველა მძევალი თუ არ გათავისუფლდება, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას შესთავაზებს.