ბენი განცი - მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად
ბენი განცი - მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად

ისრაელის ომის კაბინეტის წევრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის სექტორის „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად.

„მაშინაც კი, თუ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა იქნება საჭირო, ომი არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს“, – თქვა განცმა.

რამდენადაც ცნობილია, 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს „ჰამასმა“ სულ 240 მძევალი აიყვანა.

„ისრაელი ახორციელებს ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ძალისხმევას, რათა მძევლები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დაბრუნდეს, ნებისმიერი საშუალებით”, – ამბობს განცი.