ბენღაზიში ორი ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა
ბენღაზიში ორი ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა

ბენღაზიში ორი ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები და სამოქალაქო პირები.

პირველი აფეთქება ბენღაზის ცენტრში მეჩეთის სიახლოვეს მაშინ მოხდა, როცა იქიდან საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლი გამოდიოდა.

10-15 წუთის შემდეგ, როცა ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების სამსახურები მივიდნენ, გზის მოპირდაპირე მხარეს მეორე მანქანა აფეთქდა, რამაც მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ექიმების ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.