ბენ სმიტი ერთწლიანი შვებულებიდან რაგბის ნაადრევად დაუბრუნდა
ბენ სმიტი ერთწლიანი შვებულებიდან რაგბის ნაადრევად დაუბრუნდა

ბენ სმიტი, ახალი ზელანდიისა და ჰაილენდერსის ფულბეკი ერთწლიანი შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. იგი წესით ვარჯიშს 2018 წლის თებერვალში უნდა დაბრუნებოდა.

ჰაილენდერსის მთავარი მწვრთნელის, აარონ მაუგერის თქმით ბენ სმიტს დასვენება ძალიან წაადგა:
“მან 2011 წლის შემდეგ პირველად შეისვენა,”- უთხრა მაუგერმა ფაირფაქსს. “ვფიქრობ იგი მოედანს საუკეთესო ფორმაში დაუბრუნდება.”

31 წლის სმიტს 64 ტესტ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მან ბოლო რვა შეხვედრა გამოტოვა. მის შემცვლელად “შავების” რიგებში დემიენ მაქ’ქენზი ირჯებოდა.

აარონ მაუგერმა თქვა, რომ ბენ სმიტს კიდევ ეკუთვნის დასვენება, თუმცა მოედანზე დაბრუნება მან თავად ისურვა – “ეს კარგად ანახებს მის ხასიათს და იმას, თუ რამდენად უყვარს თავისი გუნდი. სწორედ ამიტომ ლიდერობს ის ჰაილენდერსს ასე კარგად.”