ბელოტის შეძენის სურვილი ხუთმა კლუბმა გამოთქვა
ბელოტის შეძენის სურვილი ხუთმა კლუბმა გამოთქვა

„ტორინოს“ წამყვანი ფეხბურთელი ერთდროულად ხუთი კლუბის ინტერსთა სფეროში მოექცა, – იუწყება La Repubblica.

გამოცემის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანდრეა ბელოტის შეძენას „მილანი“, „ნაპოლი“, „ფიორენტინა“, „ევერტონი“ და „ატლეტიკო“ შეეცდებიან.

მიმდინარე სეზონში ბელოტიმ „ტორინოს“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.