ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე - შანსი ყველასთან გვაქვს
ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე - შანსი ყველასთან გვაქვს

ტირასპოლის „შერიფი“ გუნდის კაპიტანმა და მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, იური კენდიშმა დატოვა. 29 წლის ნახევარმცველი კარიერას სოლიგორსკის „შახტიორში“ გააგრძელებს, სადაც ლაშა შინდაგორიძე თამაშობს.

კენდიში ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელია. მართალია, ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ მარხელი 2019 წლის მარტის შემდეგ აღარ იწვევს, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება და 26 მარტს თბილისში, „დინამო-არენაზე“ საქართველოს ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას ითამაშებს.

„მას შემდეგ, რაც ნაკრებში აღარ მიწვევს, მიხეილ მარხელთან ერთხელაც არ მილაპარაკია. მაგრამ ძალიან მინდა, მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალში ეროვნულ გუნდს დავეხმარო. თუ ნაკრებს დავჭირდები, მიწვევა გამახარებს და შეკრებაზე სიამოვნებით წავალ“, – ამბობს კენდიში.

მისი აზრით, ბელორუსის ეროვნულ გუნდს მოგება ერთა ლიგის ნახევარფინალში გასულ ნებისმიერ გუნდთან შეუძლია: „ახლახან, მოლდოვის ნაკრები საფრანგეთს შეხვდა და მართალია, ანგარიშით 1:2 დამარცხდა, მაგრამ იომა და აჩვენა, რომ ბრძოლა ყველაზე ძლიერ ნაკრებთანაც შეიძლება. ეს იმისდა მიუხედავად, რომ საფრანგეთში ერთი მოთამაშე უფრო ძვირია, ვიდრე მოლდოვას მთელი ნაკრები. მთავარი ისაა, რომ მოლდოველებმა ბოლო თამაშებზე მწვრთნელი თურქეთიდან მიიწვიეს, რომელმაც სულ 4 დღე იმუშავა და გუნდი საოცრად დამუხტა! ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სასურველი მიდგომის შემთხვევაში, ბელორუსის ნაკრებს ბრძოლა ერთა ლიგის ნებისმიერ გუნდთან შეუძლია“.