„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, შესაძლოა, კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს, – ირწმუნება გაზეთი Daily Mail-ი.
აღნიშნავენ, რომ ინგლისის ჩემპიონი ამ მომენტისთვის უგებს რბოლას „რეალსა“ და „ლივერპულს“ ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.
ბელინგემმა „დორტმუნდის“ რიგებში 112 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.