ბელინგემისთვის რბოლაში „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა #1TVSPORT
ბელინგემისთვის რბოლაში „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, შესაძლოა, კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს, – ირწმუნება გაზეთი Daily Mail-ი.

აღნიშნავენ, რომ ინგლისის ჩემპიონი ამ მომენტისთვის უგებს რბოლას „რეალსა“ და „ლივერპულს“ ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.

ბელინგემმა „დორტმუნდის“ რიგებში 112 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.