ბელინგემი ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალს გამოტოვებს #1TVSPORT

19:53, 11.02.2024

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი „ჟირონასთან“ (4:0) მატჩში მიღებული დაზიანების გამო 2-3 კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს, ინგლისელს მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესი აქვს დაჭიმული.

ასე რომ, ბელინგემი, სავარაუდოდ, გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს „ლაიფციგის“ წინააღმდეგ, ასევე ლა ლიგის მატჩებს „რაიო ვალეკანოსთან“, „სევილიასა“ და „ვალენსიასთან“.

ჟურნალისტი არანჩა როდრიგესი წერს, რომ „ლაიფციგთან“ განმეორებითი შეხვედრისთვის ბელინგემი მზად უნდა იყოს მოედანზე გასასვლელად.

ამ სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა 29 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი