ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა [ფოტოამბავი]
საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა.
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე საფეხბურთო მატჩში თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდნენ.
ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გაიმართა.
8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.



