ბელგრადში, სერბეთის პარლამენტის შენობასთან სროლა მოხდა

14:13, 22.10.2025

ბელგრადში, სერბეთის პარლამენტის შენობასთან სროლა მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გასროლის შემდეგ ანტისამთავრობო აქციების დროს პარლამენტთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში ხანძარი გაჩნდა.

სროლის მოტივის ან ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მსგავსი