ბელგრადში პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
ბელგრადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ წინაღმდეგ საპროტესტო აქციაში 10 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრაცია ოპოზიციური გაერთიანების „ალიანსი სერბეთისთვის“ მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც 30 ოპოზიციურ პარტიასა და ორგანიზაციას აერთიანებს. აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა მოითხოვეს, რაც, მათი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მთავარი წინაპირობაა.
ეს სერბეთში უკვე მერვე ყოველკვირეული ანტისამთავრობო აქციაა. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო გამოსვლები სერბეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.