ბელგრადში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ გაიმართა
ბელგრადში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ გაიმართა

სერბეთში, ბელგრადში, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია სახელწოდებით, „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ გაიმართა.

ბელგრადში აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „ვარდისფერი სადგურის“ შენობასთან მოითხოვდნენ ტელეკომპანიის დახურვას. აქციის მონაწილეების თქმით, ტელევიზია ძალადობის მხარდამჭერია.

დედაქალაქის გარდა, მოგვიანებით საპროტესტო აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში, ბელგრადში, ორი მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ მამის კუთვნილი ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა. დედაქალაქის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში 21 წლის მამაკაცის მიერ ავტომატიდან გასროლას კი რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.