ბელგრადში ჯოკოვიჩის მუზეუმი გაიხსნება
ბელგრადში ჯოკოვიჩის მუზეუმი გაიხსნება

მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩისადმი მიძღვნილი მუზეუმის გახსნა იგეგმება 2020 წელს ბელგრადის ცენტრში.

„მომავალ წელს ჩვენ გავხსნით მუზეუმს ბელგრადის ცენტრში, რადგან არსებობს უდიდესი ინტერესი ჩვენი მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტების მხრიდან. უპირველესად, ეს ჩინელებს ეხებათ. ნოვაკი ძალიან პოპულარულია ჩინეთში“, – განაცხადა ჩოგბურთელის მამამ, სდრიან ჯოკოვიჩმა ტელეარხ PTC-სთან ინტერვიუში.

მუზეუმი განლაგებული იქნება ბელგრადის მთავარ საფეხმავლო ქუჩაზე, რომელსაც თავადი მიხეილის ქუჩა ჰქვია. იგი შეტანილია სერბეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლების სიაში. აქ შენობების დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია აშენებული.

ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი სლემის“ ტურნირების 16-გზის ჩემპიონია. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ესპანელ რაფაელ ნადალს ჩამოუვარდება.