ბელგრადში აქციები გრძელდება, დღეს სტუდენტებმა ქუჩების ბლოკირება სცადეს
სერბეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს ბელგრადში ქუჩების ბლოკირება სტუდენტებმა სცადეს.
ბელგრადში ოპოზიციის მიერ გამართული პროტესტი გუშინ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაშავებულია რვა პოლიციელი. სამართლადამცველების ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 38 მონაწილე.
გავრცლებული ინფომრაციით, პოლიციამ აქციის მოაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რადგან აქციის მონაწილეები მერიის შენობაში ცდილობდნენ შეჭრას.
ბელგრადში ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.