ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ბელგოროდში დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა მიმდინარეობს
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ბელგოროდში ამჟამად დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ გლადკოვი საკუთარ ტელეგრამარხზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, მოვისმინე დივერსანტების მიმართვა, რომლებიც თითქოს ჩემთან შეხვედრასა და ტყვეების შესახებ საუბარს ითხოვენ. ისინი შემოიჭრნენ და ახლა ბრძოლა მიმდინარეობს შებენსკის ოლქის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გლადკოვმა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ თუ ტყვეები ცოცხლები არიან, ის მზად არის შესახვედრად ადგილობრივი დროით 17:00-დან 18:00 საათამდე შებეკინოს საგუშაგოში.
გლადკოვის თქმით, შეხვედრის შემთხვევაში ის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.