ბელგიურმა ქალაქებმა უარი თქვეს ერთა ლიგაზე ბელგია-ისრაელის მატჩის მასპინძლობაზე #1TVSPORT
ბელგიურმა ქალაქებმა უარი თქვეს ერთა ლიგაზე ბელგია-ისრაელის მატჩის მასპინძლობაზე #1TVSPORT

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგიისა და ისრაელის ნაკრებებს შორის საზღვარგარეთ გაიმართება, რადგან ბელგიის არცერთ ქალაქს არ სურს ამ მატჩის მასპინძლობა, – იტყობინება HLN-ი.

წყაროს ცნობით, ლიეჟმა, ბრიუსელმა, ანტვერპენმა და ბრიუგემ უარი თქვეს მატჩის ჩატარებაზე პოლიტიკური სარჩულისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების უზრუნველყოფის გამო.

ამ მომენტისთვის ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია კონსულტაციას გადის უეფა-სთან მატჩის ჩატარების ადგილზე. შეხვედრა 6 სექტემბერს არის დანიშნული.

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება „პანჩო არენა“ უნგრეთის ქალაქ ფელჩუტში.