ბელგიური გამოცემა voetbalprimeur თურქული მედიის გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ტრაბზონსპორი“ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებას ცდილობს.
თურქეთის სუპერლიგის კლუბის დაინტერესების მიუხედავად, ბელგიური გამოცემა ვარაუდობს, რომ „გენტი“ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს არ შეელევა.
„ქართველს უკვე შეუძლია თურქული ინტერესის იმედი ჰქონდეს. ამას თურქული საინფორმაციო სააგენტო „ჰურიეთი“იუწყება. თურქებს შეიძლება ჰქონდეთ ამ ტრანსფერის იმედი, მაგრამ თავად ჩაკვეტაძე წასვლის დიდი მომხრე არ იქნება. როგორც ჩანს, „გენტი“ ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რადგან გუნდის სპორტული დირექტორი მიშელ ლუვაგი თავის ერთ „ოქროს“ ვაშლის და კვერცხის ფასად არ გაყიდის. ტრანსფერის მიმდინარე ღირებულება კი ექვს მილიონ ევროს შეადგენს“, – ამტკიცებს ბელგიური გამოცემა.