ბელგიის სანაპიროზე ვეშაპი გამოირიყა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, 18 მეტრის სიგრძისა და 30 ტონის სიმძიმის ვეშაპი დე ჰაანის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დგილზე მეცნიერები, ვეტერინარები და გამვლელები შეიკრიბნენ.
გამორიყული ვეშაპი ფინვალის სახეობისაა, რომელიც სიდიდით მეორე ვეშაპია და გადაშენების პირას იმყოფება.
როგორც ბელგიურ მედიასთან გენტის უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორმა და მკვლევარმა, მარიან დოომამ განაცხადა, ვეშაპის ნაწილები სამეცნიერო ლაბორატორიაში კვლევებისთვის წაიღეს.