ბელგიის საგარეო უწყება – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 15 წლისთავზე ბელგია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას

16:08, 07.08.2023

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბელგია ერთგული რჩება, მხარი დაუჭიროს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას და ყველა ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებისთვის.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 15 წლისთავზე ბელგია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბელგია ერთგული რჩება, მხარი დაუჭიროს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას და ყველა ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი