ბელგიის ქალაქ ლიეჟში, აქციების ფონზე, სამ კაცზე მეტი პირის შეკრება აიკრძალა

16:11, 08.10.2026

ბელგიის ქალაქ ლიეჟში სამ კაცზე მეტი პირის შეკრება აიკრძალა. გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ვილი დემეიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სტუდენტური აქციების დროს შეტაკებები მოხდა.

ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ლიეჟის მერის გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა და ძალაში დარჩება 16 ოქტომბრის 23:00 საათამდე.

ქალაქის მერის თქმით, ქუჩაში შეკრებილები პოლიციის მუშაობას ართულებენ. მისივე თქმით, აქციებზე დაპირისპირებებისას 43 პოლიციელი დაშავდა.

გამონაკლისის სახით, აკრძალვა არ ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე, როცა არასრულწლოვანს მშობელი ან პასუხისმგებელი ზრდასრული პირი ახლავს. ამასთან, აკრძალვა წინასწარ დამტკიცებულ ღონისძიებებზეც არ ვრცელდება.

მსგავსი