ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ტრამვაი ლიანდაგებიდან გადავიდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა [ფოტო]

13:44, 28.08.2019

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ტრამვაი ლიანდაგებიდან გადავიდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.

ბელგიური მედიის ცნობით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

ტრამვაის მემანქანე და ერთი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ სამმა მგზავრმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

სახლიდან, რომელსაც ტრამვაი შეეჯახა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარის მიზეზი უცნობია.

მსგავსი