ბელგიის პრემიერს არ მოსწონს დონალდ ტრამპის სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - „ვამჯობინებ სლოგანს „შექმნილია ევროპაში“, მოდით, არ გავიმეოროთ სხვა ადამიანის სისულელე“
ბელგიის პრემიერს არ მოსწონს დონალდ ტრამპის სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - „ვამჯობინებ სლოგანს „შექმნილია ევროპაში“, მოდით, არ გავიმეოროთ სხვა ადამიანის სისულელე“

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.

„ჩვენ არ გვინდა „ევროპა უპირველეს ყოვლისა“ და, მით უმეტეს, არ გვინდა – „მხოლოდ ევროპა“. პირადად მე, სლოგანს „შექმნილია ევროპასთან ერთად“, ვამჯობინებ სლოგანს „შექმნილია ევროპაში“. მოდით, არ გავიმეოროთ სხვა ადამიანის სისულელე“, – განაცხადა ბარტ დე ვევერმა.

როგორც მედია წერს, ბელგიის პრემიერმა მიანიშნა დონალდ ტრამპის სლოგანზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

ამასთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ჩინეთიდან ევროპაში ექსპორტირებულ პროდუქციაზე და აღნიშნა, რომ ეს ევროპის ბაზარს აზიანებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია, მშვიდად ვუყუროთ, როდესაც სხვა ქვეყნები, მაგალითად, ჩინეთი, აზიანებენ ჩვენს ბაზარს თავიანთი პროდუქციით“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

ბარტ დე ვევერმა თქვა, რომ საჭიროა სხვადასხვა სანდო პარტნიორი ენერგიის, ნედლეულისა და თავდაცვის სფეროებში.

როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, აუცილებელია ძლიერი ინდუსტრია, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა გახდება ღარიბი და უმნიშვნელო.