ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ვიდრე მარტის თვეში იყო
ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ვიდრე მარტის თვეში იყო

ბელგიაში ახლა იმაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ვიდრე მარტის თვეში იყო, – ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის პრემიერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„მდგომარეობა სერიოზულია და ის იმაზე უარესია, ვიდრე 18 მარტს იყო, როდესაც მკაცრი კარანტინი დავაწესეთ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსნდერ დე კრუმ.

არსებული ვითარების გამო ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები გამკაცრდა. მომდევნო ოთხი კვირით დაიხურა ბარები და რესტორნები. დასაქმებულების უმეტესობა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. ღამის განმავლობაში დაწესდა კომენდანტის საათი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაორმაგებულია ჰოსპიტალიზაციის რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბელგიაში „კოვიდ-19“-ის 222 253 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 10 413 ადამიანი.