ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ შარლ მიშელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სესია შეწყდა.

ცოტა ხნის წინ ბელგიის პარლამენტში ორმა ფრაქციამ მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. რამდენიმე დღით ადრე კი თანამდებობა ფედერალური მთავრობის რამდენიმე წევრმა, გაერო-ს მიგრაციულ პაქტში გაერთიანებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად დატოვა, რის შემდეგაც მმართველი კოალიცია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობაში აღმოჩნდა.

„დავინახე, რომ ჩემი მოწოდება პარლამენტისთვის არ იყო დამაჯერებელი, ყოველ შემთვევაში ამ ეტაპზე. მე პატივი უნდა ვცე ვითარებას და მივიღო ისე, როგორც არის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თანამდებობა დავტოვო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.