ბელგიის პრემიერ-მინისიტრი-ევროპამ უნდა გააძლიეროს გარე საზღვრების უსაფრთხოება
ბელგიის პრემიერ-მინისიტრი-ევროპამ უნდა გააძლიეროს გარე საზღვრების უსაფრთხოება

ევროპამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველყოს ავტონომია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისიტრმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, ბელგიას ნატო-ს ფარგლებში „საიმედო პარტნიორად“ დარჩენა სურს.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთო პასუხისმგებლობაა. უნდა უზრუნველვყოთ ყველა სახის საფრთხეზე რეაგირების პოტენციალი. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა გარე საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნა ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

შარლ მიშელის თქმით, ბელგია ევროპულ უსაფრთხოებას ნატო-ს ფარგლებში განიხილავს. ევროკომისიის მიერ წარდგენილ 2021-2017 წლების ბიუჯეტში, ევროკავშირის თავდაცვის და უსაფრთხოების ხარჯები 40%-ითა არის გაზრდილი. ბიუჯეტში გათვალისწინებულია თავდაცვის ახალი ფონდისთვის გამოყოფილი 13 მილიარდი ევროც.