ბელგიის გრანპრიზე პოული ჰემილტონმა მოიგო
ბელგიის გრანპრიზე პოული ჰემილტონმა მოიგო

ფორმულა 1-ში ერთთვიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი განახლდა – დაიწყო ბელგიის გრანპრი. შაბათს გაიმართა კვალიფიკაცია, რომელიც „მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოიგო. ის კვირას პირველი პოზიციიდან აიღებს სტარტს.

მეორეზე გავიდა „ფერარის“ ლიდერი სებასტიან ფეტელი, მესამე პოზიცია კი სენსაციურად მოიპოვა „ფორს ინდიას“ პილოტმა ესტებან ოკონმა.

12 ეტაპის შემდეგ, ჰემილტონი 213 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს. ფეტელი მას 24 ქულით ჩამორჩება.

ბელგიის გრანპრი კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.