ბელგიის ათგზის ჩემპიონმა ლიცენზია დაკარგა და სამოყვარულო ლიგაში ითამაშებს
ბელგიის ათგზის ჩემპიონმა ლიცენზია დაკარგა და სამოყვარულო ლიგაში ითამაშებს

ბელგიურმა „სტანდარდმა“ ვერ მიიღო პროფესიონალური ლიცენზია 2020-21 წლების სეზონისთვის და მოყვარულებს შორის მოუწევს თამაში.

გამოცემა „ეშოს“ ინფორმაციით, ლიცენზირების კომისიამ კლუბს უარი უთხრა რვა მოთამაშის მიმართ დავალიანების გამო, რომელმაც მილიონ ევროს გადააჭარბა. ასევე კომისიას შეკითხვები გაუჩნდა სტადიონის გაყიდვასთან დაკავშირებით – ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ კლუბი სწრაფად შეძლებს გარიგების დადებას და მიიღებს ფულს დავალიანების დასაფარად.

14 აპრილამდე ლიეჟურ კლუბს შეეძლება აპელაციის შეტანა ბელგიის საარბიტრაჟო სასამართლოში. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გუნდი ახალ სეზონს სამოყვარულო ლიგაში დაიწყებს.

„სტანდარდი“ ბელგიის 10-გზის ჩემპიონია და არ დაუტოვებია უმაღლესი დივიზიონი 1921 წლიდან. ევროპულ არენაზე მისი საუკეთესო შედეგია – თასების თასის მოგება 1981-82 წლებში.