ბელგიელმა ფუტსალისტმა ქუსლით იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა [ვიდეო]

10:27, 30.01.2021

ფუტსალში ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა ფრედ 3:3 ითამაშა ფინეთის წინააღმდეგ.

ამ შეხვედრაში გამორჩეული გოლი გაიტანა ბელგიელმა რაჰუმ. მან რამდენიმე ფინტით მოედანზე დააწვინა ფინეთის მცველი და მეკარე, რის შემდეგაც, ქუსლით შეაგორა ბურთი კარში.

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს, ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვამდე გაიმართება.

https://twitter.com/i/status/1354900257872752640

მსგავსი