ბელგიელმა ჩოგბურთელმა კირსტენ ფლიპკენსმა აღიარა, რომ ადრეულ წლებში ესპანელ რაფაელ ნადალთან მცირე რომანი ჰქონდა.
„დიახ, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს: ერთი ასაკის ვართ, ერთად ვიზრდებოდით. იყო თუ არა ჩვენს შორის რამე? დიახ. 14 წლის ვიყავი. მაგრამ იმ დროს, ის არ ლაპარაკობდა ინგლისურად, ასე რომ, იმაზე შორს ვერ წავედით, ვიდრე ეს ხელის ჩაკიდება და კოცნა იყო. ჩვენ ხელი ენობრივმა ბარიერმა შეგვიშალა“, – განაცხადა ფლიპკენსმა.
ბელგიელი და ესპანელი 1986 წელს არიან დაბადებულები.
კირსტენ ფლიპკენსს კარიერაში ერთი ტიტული აქვს მოგებული.
რაფაელ ნადალმა 2019 წელს მარია ფრანსისკა პერელიოზე იქორწინა.