ბელგიაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეზღუდვები მკაცრდება
ბელგიაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეზღუდვები მკაცრდება

ბელგიაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეზღუდვები მკაცრდება.

მედიის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 აპრილამდე ისევ დაიხურება სკოლები, სილამაზის სალონები.

ქუჩაში აიკრძალება ოთხზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება. ბოლო რამდენიმე დღეა, ბელგიაში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 842 775 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 763 ადამიანი.