ბელგიაში მოქალაქეებს მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობის საშუალება მიეცემათ
ბელგიაში მოქალაქეებს მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობის საშუალება მიეცემათ

ბელგიაში მოქალაქეებს მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობის უფლებას მისცემენ. ამის შესახებ განცხადება ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, სოფი უილმსის თქმით, ნათესავებთან და მეგობრებთან სტუმრობა ერთდროულად მხოლოდ ოთხ ადამიანს შეეძლება.

ამასთან, სოციალური დისტანციის შენარჩუნება კვლავ ძალაში დარჩება.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია პირად ვიზიტებზე, სოციალური დისტანციის დაცვის კონტროლი რთული იქნება, თუმცა ჩვენ მოქალაქეთა პასუხისმგებლიანი ქმედებების და საღი აზრის იმედი გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბელგიაში კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება 4 მაისიდან დაიწყო.