ბელგია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს რვა კვირით ახანგრძლივებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
17 მარტის შემდეგ, ბელგიელებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ პროდუქტების შეძენის მიზნით აქვთ. ასევე, თუ მათ ექიმთან კონსულტაცია სჭირდებათ.
ქვეყანაში დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. დასაქმებულთა ნაწილი დისტანციურად მუშაობს.