ბელგიაში კორონავირუსის დიაგნოზით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი პაციენტების რიცხვი ერთ თვეში გაორმაგდა
ბელგიაში კორონავირუსის დიაგნოზით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი პაციენტების რიცხვი ერთ თვეში გაორმაგდა

ბელგიაში კორონავირუსის დიაგნოზით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი პაციენტების რიცხვი ერთ თვეში გაორმაგდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვირუსი ბელგიის ტერიტორიაზე ისევ ინტენსიურად ვრცელდება.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური მაჩვენებელი ბელგიაში, ივლისის ბოლო კვირის მონაცმებთან შედარებით, 68 პროცენტით არის გაზრდილი. ქვეყანაში ვირუსის სულ 69 849 შემთხვევაა აღრიცხული.

ბელგიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ახალ კორონავირუსულ ინფექციას 9845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.