ბელგიაში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ, არეულობის დროს 107 დემონსტრანტი დააკავეს

19:07, 07.10.2026

ქალაქ ლიეჟში ბელგიის საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ასობით მომიტინგე აპროტესტებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა, აქტივისტები განათლების სისტემაში ცვლილებებს ითხოვენ.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, აქციის მსვლელობისას არეულობა მოხდა, რის შედეგადაც 107 დემონსტრანტი დააკავეს.

„როიტერის“ ცნობით, აქტივისტები ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი განათლების მიღების საფასური წელიწადში 835 ევროდან 1 194 ევრომდე გაიზარდა.

ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ბელგიის სკოლებში საკლასო ოთახები გადატვირთულია და მოსწავლეებს სასწავლო რესურსებზე წვდომა აქვთ შეზღუდული.

„როიტერის“ ცნობით, აქციების დროს ლიეჟში აქტივისტების ნაწილმა შენობებში მინები ჩაამსხვრია და ხანძარი გააჩინა.

ქალაქის მერმა, ვილი დემეიერმა, ბელგიურ მაუწყებელ RTBF-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, სიმშვიდე დაბრუნდება და ახალგაზრდებს შეეძლებათ, მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი პრეტენზიები.

მსგავსი