ბელგიაში ცხრა თვის ბავშვის დასახმარებლად ორ დღეში 2 000 000 ევრო შეაგროვეს
ბელგიაში ცხრა თვის ბავშვის დასახმარებლად ორ დღეში 2 000 000 ევრო შეაგროვეს

ბელგიაში ცხრა თვის ბავშვის დასახმარებლად ორ დღეში 2 000 000 ევრო შეაგროვეს.

„ბიბისის“ ცნობით, ცხრა თვის პია ანტვერპენში ცხოვრობს. მას სპინალური კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზი დაუსვეს. წამალი, რომელიც გოგონას სჭირდება ევროპაში არ არის რეგისტრირებული და მკურნალობა მხოლოდ აშშ-შია შესაძლებელი. ერთი კურსის ჩატარება 1,9 მილიონი ევრო ჯდება.

მშობლებმა ფულის შეგროვება მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისით სცადეს და ორ დღეში მათ 950 000-მა ბელგიელმა გადაურიცხა ორი ევრო. შეგროვებული თანხა ბავშვის მკურნალობის დასაწყებად საკმარისია.

„ეს წარმოუდგენელია ყოველი 10 ბელგიელიდან ერთმა მაინც გამოგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება. ორ დღეში პიამ საჭირო თანხა მიიღო“, – აცხადებენ მშობლები.

შეგროვებული თანხა პიას ანგარიშზე 40 დღეში ჩაერიცხება და ის აშშ-ში გაემგზავრება, სადაც მკურნალობის კურსს გაივლის.

დატოვე კომენტარი