ბელგიაში, ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გაფიცვების ფონზე, ბრიუსელში აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა [ფოტო, ვიდეო]

14:00, 09.10.2026

ბელგიაში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გაფიცვები მიმდინარეობს. ბრიუსელში აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, ცენტრალურ სადგურთან შეკრებისას შავებში ჩაცმული ჯგუფი პოლიციასთან დაპირისპირებას ცდილობდა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯგუფს ნიღბები და ჩაფხუტები ჰქონდა. დაპირისპირების შემდეგ ისინი პროფკავშირების დიდ მსვლელობას შეუერთდნენ.

დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

პროფკავშირები მთავრობის ბიუჯეტის გეგმას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ხარჯებს ისევ ჩვეულებრივი ადამიანები გადაიხდიან. ეს პროფკავშირების მიერ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ ორგანიზებული, სულ მცირე, მეათე მასშტაბური აქციაა.

ამასთან, ბოლო დღეებში სტუდენტებიც გამოდიან ქუჩაში. ისინი ბელგიის ფრანგულენოვან საგანმანათლებლო სისტემას აპროტესტებენ, მათ შორის განათლების ხარჯების ზრდას, გადატვირთულ საკლასო ოთახებსა და სასწავლო მასალებზე წვდომის სირთულეს.

მსგავსი