ბელგიაში ათასობით ადამიანი დაგეგმილ ახალ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს
ბელგიაში ათასობით ადამიანი დაგეგმილ ახალ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს

ბელგიაში ათასობით ადამიანი დაგეგმილ ახალ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.

ქვეყანაში რამდენიმედღიანი გაფიცვაა დაგეგმილი, რამაც დღეს ბელგიაში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა.

ბრიუსელის აეროპორტმა 430 ფრენა გააუქმა, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს შეფეხება მხოლოდ ერთ დღეს გასტანს.

მთავრობის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები გამოდიან, მათ შორის სატრანსპორტო კომპანების თანამშრომლები, საჯარო სამსახურების მოხელეები და ავიაკომპანიის თანამშრომლები.

დაგეგმილი საპენსიო რეფორმა უპირატესობას ანიჭებს მათ, ვინც საპენსიო ასაკს გადაცილებულია 35 წლის სტაჟით. ახალი საპენსიო სისტემა, წინასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის.