ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, კიდევ 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა განაცხადა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

„ველოდებით საბოლოო რიცხვს, თუმცა ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც კი ქვეყანას ოდესმე უნახავს“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

სტიქია მძვინვარებს ასევე ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში.