ბელგიამ 27 იანვრიდან პირველ მარტამდე ტურისტების მიღება და საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრება აკრძალა

15:25, 23.01.2021

ბელგიამ 27 იანვრიდან პირველ მარტამდე ტურისტების მიღება და საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრება აკრძალა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს დროებით აკრძალული ექნებათ საზღვარგარეთ დასვენება. მთავრობის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბელგიაში კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით გადადგეს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ 27 იანვრიდან პირველ მარტამდე პერიოდში ბელგიაში ვიზიტორების მიღებაც შეზღუდული იქნება.

ამასთან, მან განმარტა, რომ ბელგიელებს კვლავ ექნებათ საშუალება საგანგებო სიტუაციებში გაემგზავრონ საზღვარგარეთ.

ბელგიაში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 700 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. დაიღუპა 20 ათასი ადამიანი.

მსგავსი